საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი გამყარების ტენდენციას აგრძელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,4115-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,6789 ლარია.
