ფულადი გზავნილების მოცულობა 11,6%-ით გაიზარდა
ფულადი გზავნილების მოცულობა 11,6%-ით გაიზარდა
15:55 15.05.2017
მიმდინარე წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.
ამავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მლნ აშშ დოლარი (37.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.3 მლნ აშშ დოლარისა (37.0 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.

ბეჭდვა