საქართველოს ფოსტა ხვალ ხუთ ახალ სერვის ცენტრს გახსნის
საქართველოს ფოსტა ხვალ ხუთ ახალ სერვის ცენტრს გახსნის
18:51 14.05.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ ხვალ ახალი კონსტრუქციის პირველ ცალკე მდგომ სერვისცენტრს თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნის.
ღონისძიებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრებიან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტა“ თიანეთის სერვისცენტრის პარალელურად 4 ახალ სერვისცენტრს: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გახსნის.
თიანეთის სერვისცენტრის პრეზენტაციაზე იგეგმება კახეთის ოთხივე ფოსტის სერვისცენტრებიდან ვიდეოჩართვები, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს ვიდეოტრანსლაციის საშუალებით საშუალება მიეცემათ პარალელურ რეჟიმში დააკვირდნენ კახეთის ოთხი სერვისცენტრის გახსნას.
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა