საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
18:11 14.05.2017
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ჩინეთის კომერციის მინისტრებმა მოაწერეს .

საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ კი, ესურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა, რომელიც ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.

"თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს გაუხსნის, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ამასთან, ჩინეთში იმპორტირებული ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.

შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, რაცთავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და უმუშევრობის შემცირების მაჩვენებელზე"-აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).


ბეჭდვა