მანანა მანჯგალაძე - თითოეულმა ოჯახმა შეიძლება ბუნებრივი აირი სახლში განვადებით შეიყვანოს
მანანა მანჯგალაძე - თითოეულმა ოჯახმა შეიძლება ბუნებრივი აირი სახლში განვადებით შეიყვანოს
13:14 26.06.2012
სოფლებში, სადაც ამჟამად გაზიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს, თითოეულ ოჯახს შეეძლება ბუნებრივი აირი სახლში განვადებით შიყვანოს. ამის შესახებ  პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო პროგრამის - „გაზი ყველა სოფელს“ თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროსა და კერძო კომპანიებს შორის მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებში ოჯახები ბუნებრივ აირს სახლში განვადებით შეიყვანენ.
მანჯგალაძის თქმით, ერთ-ერთი მსგავსი კომპანია „სოკარია“.
“თითოეულ ოჯახს შეუძლია ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული აირის საფასურად, განვადებით შიყვანოს ბუნებრივი აირი სახლში. შესაბისად, ნაცვლად 600-მდე ლარისა, მოქალაქე სახლში გაზის შეყვანას თვეში 25-30 ლარის ფარგლებში შეძლებს“ - განაცხადა მან.

ბეჭდვა