სასტუმრო „რუმსში,“ დღეს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კინოწარმოების მენეჯმენტის სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიება გაიმართება
 სასტუმრო „რუმსში,“ დღეს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კინოწარმოების მენეჯმენტის სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიება გაიმართება
09:50 07.05.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებითა და არტარეას მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმსში,“ დღეს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კინოწარმოების მენეჯმენტის შესახებ ინტენსიური სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიება გაიმართება.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსის ფარგლებში, მოხდება ქართველი კინოწარმოების მენეჯერების გადამზადება ამერიკული სტანდარტების შესაბამისად. კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი თემები:
• პოზიციები კინოწარმოებაში;
• ამერიკის კინოწარმოების სტანდარტები და ეტიკეტი;
• სცენარის ეპიზოდური დაყოფა;
• კინოწარმოების მენეჯმენტი;
• კინოწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა;
• ხარჯთაღრიცხვა;
• ლოკაციის მენეჯმენტი;
აღნიშნულ კურსს გაუძღვება მოწვეული ამერიკელი კინოწარმოების მენეჯერი რებეკა რივო (Rebecca Rivo), რომელიც მუშაობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Netflix, Sony Pictures, Universal და ა.შ.

სასწავლო კურსი 2017 წლის 8 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

ბეჭდვა