უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, გაზის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება ყოველთვის რთულია, თუმცა
უკრაინა პოზიციების დათმობას არ აპირებს და თუ რუსეთს უკრაინის პირობები არ აკმაყოფილებს, შეუძლია ევროპისკენ მიმავალი სხვა ალტერნატიული გზა მოიძიოს.
ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
თუმცა მისივე თქმით, უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებების გზები ეძებოს.
რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ფასის გამო უთანხმოება თითქმის ყოველ ზამთარს მწვავდება.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ხელისუფლებამ ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
