ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა, მიმდინარე წლის ზაფხულის
სეზონზე ფრენის სიხშირეს თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით გაზრდის.
TABAN Airlines 2 სიხშირის ნაცვლად კვირაში 6 სიხშირით იფრენს. გაზრდილიფრენები 7 მაისიდან 22 სექტემბრამდე,ყოველდღე, შაბათის გარდა, Airbus A310, Boeing B737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომირანულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 3 მაისს მიანიჭა.
