"მარიოტში" „მომღერალი ღვინოს“ პრეზენტაცია გაიმართა
"მარიოტში" „მომღერალი ღვინოს“ პრეზენტაცია გაიმართა
18:44 05.05.2017
სასტუმრო Tbilisi Marriot Hotel-ში კომპანია "ქართველმა" საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი "მომღერალი ღვინო" წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზენტაცია სიტყვით გამოვიდა და “ქართველს” წარმატება უსურვა.

მომღერალი ღვინო „ქართული ხმების“ მიერ შექმნილი პროდუქტია, რომლის მოგების გარკვეული ნაწილი ქართული ფოლკლორის ფონდის შექმნასა და განვითარებას მოხმარდება. ფონდი ხელს შეუწყობს მივიწყებული სიმღერების აღორძინებას, ახალი კომპოზიციების შექმნასა და მომავალი თაობის აღზრდას.

„ქართველი“-ს მიზანია შეარჩიოს და ჩამოასხას ღვინო მივიწყებული ქართული საღვინე ყურძნის ჯიშებისგან, ტრადიციული მეთოდებით აწარმოოს ღვინო და მსოფლიოს წარუდგინოს ქართული ღვინის ფასეულობა.

ოფიციალურ გვერდზე ყოველ სამ თვეში ერთხელ განთავსდება ახალი ვიდეო რგოლი. ვიდეო მასალაში წარმოჩენილი იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ღირსშესანიშნავი ადგილები და დღესასწაულები. ვიდეო რგოლები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და მსოფლიოსთვის ღირსეულად მიწოდებას.



ბეჭდვა