მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს ხდომა გაიმართა
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს ხდომა გაიმართა
20:49 28.04.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოსხდომა გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილიდაესწრნენ.
სხდომაზე განხილულ იქნა პრეზენტაცია თემაზე ,,სსპ „აწარმოე საქართველში“: ახალი ხედვები და პერსპექტივები“ და დისკუსია ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმაანეთს საკუთარი იდეები და გეგმები გაუზიარეს, ასევე გაეცნენ კერძო სექტორის წარმომადგენელთახედვას და პოზიციებს.
,,მოგეხსენებათ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, შექმნილი გვაქვს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებისგან, კერძო სექტორისა და სხვადასხვა ასოციაციის წევრებისგან შედგება. დღეს იყო ამ საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ შედეგები, ასევე განახლებული სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სამომავლო გეგმები და ხედვები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია სხვადასხვა საკითხებზე.ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს საბჭო ძალიან კარგი პლატფორმააკერძო და სახელმწიფო სექტორებსშორის მოსაზრებების და იდეების გასაცვლელად“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.


ბეჭდვა