გიორგი გახარია მოლდოველას რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია მოლდოველას რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრს შეხვდა
10:48 28.04.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტით მყოფ მოლდოვის რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრ ვასილე ბიტკას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა დაგაზრდის გზებზე იმსჯელეს.
ვასილე ბიტკა თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში იმყოფება. კომისიის პირველ სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდოვას მხრიდან, მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა ხელმძღვანელობენ.

ბეჭდვა