პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დამატებული ღირებულების გადასახადისგან
გათავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება.
„ ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს და ხელი შეეწყოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას,” - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
