კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა გაიზარდა
კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა გაიზარდა
14:00 25.04.2017
მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.4 მლრდ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.8 პროცენტით) და 29.8 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.5 პროცენტია.
მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

ბეჭდვა