შემოსავლების სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართება
შემოსავლების სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართება
10:32 25.04.2017
მთაწმინდის პარკში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შექმნიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი , ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა