ეკონომიკის მინისტრი ხვალ პროგრამა-"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გახსნილ ახალ საწარმოს ესტუმრება
ეკონომიკის მინისტრი ხვალ პროგრამა-"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გახსნილ ახალ საწარმოს ესტუმრება
12:44 23.04.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, ხვალ, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გახსნილ ყავის ახალ საწარმოს ესტუმრებიან და მის საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ბბ კომპანი“-მ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტებით ისარგებლა (სესხი მოცულობა - USD 1.000.000; სააგენტოს თანადაფინანსება -USD 198.000) და თბილისში ყავის საწარმო შექმნა, სადაც დაფქვილი დაფასოებული ყავა „მონდო“ იწარმოება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4.320.000 ლარს შეადგენს. ახალ საწარმოში 15 ადამიანი დასაქმდება.

მინისტრი საწარმოს 11.45 საათზე ესტუმრება.

ბეჭდვა