ლევან დავითაშვილი ფისტის ნერგების დარგვაში მიიღებს მონაწილეობას
ლევან დავითაშვილი ფისტის ნერგების დარგვაში მიიღებს მონაწილეობას
09:27 22.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ფისტას ბაღების გაშენებას საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ ახორციელებს. კომპანიას დაგეგმილი აქვს 1000 ჰექტარზე ახალი, ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას პლანტაციის გაშენება და შემდგომ მისი ექსპორტზე გატანა.

ბეჭდვა