„საქართველოს ბანკმა“ თბილისში ვაზისუბნის დასახლებაში, IV მკრ-ში ახალი სერვისცენტრი გახსნა.
ბანკის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული სერვისცენტრების რაოდენობა უკვე 151 აღწევს და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელს წარმოადგენს.
„საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრები მოწყობილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.
ვაზისუბანში მდებარე, ახალ სერვისცენტრში, მომხმარებელი მარტივად და სწრაფად შეძლებს, მიიღოს მისთვის სასურველი საბანკო მომსახურების სრული სპექტრი.
„საქართველოს ბანკის“ ახლადგახსნილ სერვისცენტრში 11 ადამიანი დასაქმდა.
