დღეს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება
10:11 21.04.2017
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დღეს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო გახსნიან.

ბიზნესფორუმი 09:30 საათზე დაიწყება, 12:00 საათზე კი, ბიზნესფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანი შეუერთდებიან.



ბეჭდვა