სოსო ფხაკაძე: „აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა
სოსო ფხაკაძე: „აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა
17:02 19.04.2017
„აბსოლუტურად ობიექტურად უნდა ვთქვთ, რომ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ გამოდგა, როგორც ძალიან წარმატებული პროექტი“ - ამის შესახებ „ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელმასოსო ფხაკაძემ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს მოვისმინეთპროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაემატა რამდენიმე კომპონენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ბოლომდე აითვისა საექსპორტო პოტენციალი, რამეთუ არსებობს საინტერესო სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო გარიგებები რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანასთან, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებთან“ - განაცხადა ბიზნესმენმა.
სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპონენტის დამატება, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისკენ.
„ყველაფერთან ერთად, ეს პროგრამა ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაძიებლად და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის“ - აღნიშნა ფხაკაძემ.

ბეჭდვა