სებ-მა დაახლოებით 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
16:46 18.04.2017
მიმდინარე წლის 18 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
სებ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3861 შეადგინა.