საქართველოში წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასი 676 ლარი იყო
საქართველოში წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასი 676 ლარი იყო
10:52 25.06.2012
2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 676 ლარით განისაზღვრა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადია საფინანსო საქმიანობა, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 1408,7 ლარს შეადგენს, ასევე სახელმწიფო მმართველობა - 950,3 ლარი, ელექტროენერგიის, წყლისა და აირის წარმოება-განაწილება - 946.1 ლარი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 941.8 ლარი.

ყველაზე დაბალშემოსავლიან საქმიანობას თევზჭერა-მეთევზეობა წარმოადგენს, აქ დასაქმებულების საშუალო ანაზღაურება 309.1 ლარია. ასევე დაბალშემოსავლიანია განათლების სფერო, სადაც საშუალო ხელფასი 328.3 ლარია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო ხელფასი თვეში საგრძნობლად აღემატება დასაქმებულ ქალთა ანაზღაურებას. თუ მამაკაცის საშუალო ხელფასი თვეში 828,4 ლარია, ქალთა შემთხვევაში - ის მხოლოდ 488.7 ლარს შეადგენს.

ყველაზე მაღალანაზღაურებად, საფინანსო საქმიანობაში ქალის საშუალო ხელფასი 1194.1 ლარი და ამავე სფეროში დასაქმებული მამაკაცის საშუალო ანაღაურებას -1713.5 ლარს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

ბეჭდვა