საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 18%-ით გაიზარდა
საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 18%-ით გაიზარდა
11:53 13.04.2017
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 577 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1708 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2017 წლის იანვარ-მარტში 1132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

ბეჭდვა