საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს კვლავ გამყარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,3915-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,5357 ლარია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.
