მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი 150,1 ლარით განისაზღვრა
მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი 150,1 ლარით განისაზღვრა
18:45 24.06.2012
მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 150,1 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის მონაცემებით, მაისში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 251,8 ლარს შესადგენს. მათ შორის, ერთსულიანი ოჯახის არსებობისთვის 133 ლარია აუცილებელი, ორსულიანისთვის - 212,8 ლარი, სამსულიან ოჯახს არსებობისთვის 239,4 ლარი სჭირდება, ოთხსულიანს 266 ლარი, ხუთსულიანს - 299,2 ლარი, ხოლო ექვსსულიანი ოჯახის საარსებოდ 353,7 ლარი განისაზღვრა.
2012 წლის იანვრიდან მოყოლებული საარსებო მინიმუმი მცირდება. იანვარში ეს მაჩვენებელი 157,2 ლარი იყო, თებერვალში 156,2 ლარი, მარტში 155,3 ლარი, ხოლო აპრილში საარსებო მინიმუმი 154,1 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება გასულ წელს, 2011 წლის მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი 166,4 ლარით იყო განსაზღვრული.

ბეჭდვა