აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რეგიონული შეხვედრა დასრულდა
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რეგიონული შეხვედრა დასრულდა
11:35 08.04.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ასევე, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გადასახადების შემცირებისა და მოგების გადატანის ინკლუზიური პლატფორმის რიგით მეორე რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა.
ფორუმის ფარგლებში, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის სამოქმედო გეგმის (BEPS) პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მინიმალური სტანდარტის იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს გამოწვევების გამკლავების პრაქტიკა გაუზიარეს. ამასთან, OECD-ის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა პაულო ვალერიო ბარბატინიმ შეხვედრის მონაწილეებს ტექნიკური დახმარების პროგრამების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და ურთიერთანამშრომლობის განვითარების სფეროში საქართველო სამაგალითო ქვეყანად დაასახელა.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მე-3 რეგიონულ შეხვედრას 2017 წლის ოქტომბერში სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქი უმასპინძლებს.

ბეჭდვა