საქართველოს მთავრობამ კომპანია Apple -თან, Georgian Online App Store - ის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო
საქართველოს მთავრობამ კომპანია Apple -თან, Georgian Online App Store - ის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო
13:13 06.04.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამერიკაში სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან აშშ-ში დავით ბაქრაძესთან ერთად შეხვედრები გამართა ეფლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. სადაც მოლაპარაკებები შედგა 2017 წლის ბოლომდე Georgian online App Store -ის გახსნაზე.
Georgian App Store -ი ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენოს Apple -ის ლიცენზირებული პროდუქტები და სერვისები, ხოლო ვებ დეველოპერები App აქსელერატორის მეშვეობით შექმნიან ios -ის ეკოსისტემაში უფრო მეტ და უკეთეს აპლიკაციებს და გაზრდიან ქართული პროდუქციის ცნობადობას. შეთანხმების მიხედვით, საქართველო იმ პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა, რომელსაც ეფლი სამომავლო გაფართოებისთვის განიხილავს.

ბეჭდვა