ზაზა გოროზია აგროტურის მონაწილე მცირე და საშუალო ფერმერებს შეხვდა
ზაზა გოროზია აგროტურის მონაწილე მცირე და საშუალო ფერმერებს შეხვდა
13:11 24.06.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია გურიის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრში აგროტურის მონაწილე ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებს შეხვდა.

დღესვე, ზაზა გოროზიამ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია გამართა და მათ სამომავლო პროექტები გააცნო.

სოფლის მეურნების სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის, სოფელ მერიაში მდებარე ფერმერთა მომსახურების ცენტრი ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის რაიონებს ემსახურება. იგი აღჭურვილია 19 ერთეული ტრაქტორით და 30 ერთეული მისაბმელით. ოზურგეთის სერვისცენტრში 25 ადგილობრივია დასაქმებული.


ბეჭდვა