გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და რამდენიმე ქართულ კომპანიას შორის დღეს „ეთიკის კოდექს“ მოეწერება ხელი
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და რამდენიმე ქართულ კომპანიას შორის დღეს „ეთიკის კოდექს“ მოეწერება ხელი
14:12 04.04.2017
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ტურიზმის სფეროში მოღვაწე რამდენიმე ქართულ კომპანიას შორის „ეთიკის კოდექს“ მოეწერება ხელი.

კოდექსის ხელმოწერა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმართება და მას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

„ეთიკის კოდექსზე“ ხელმოწერით კერძო სექტორის წარმომადგენლები გამოხატავენ მზადყოფნას თავიანთ საქმიანობაში დაიცვან ეკონომიკური,სოციალური, კულტურული და გარემოს დაცვითი ასპექტები, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას.

ხელმოწერის ცერემონია 17.00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა