ტექნოპარკში, დღეს 14:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისადა მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია “EUHack”-ის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ჰაკათონი ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნების განვითარება, ცნობადობის ამაღლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით დასტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე.
ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ანინოვაციურ პროდუქტებს ინოვაციების სააგენტოს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FabLab) ბაზაზე შექმნიან.
პროფესიული განათლების ჰაკათონი იქნება პირველი ჰაკათონი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისაქართველოს ყველა კუთხიდან.
ღონისძიება ჩატარდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, აგრეთვე ჰაკათონის მხარდამჭერები იქნებიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და კომპანია ,,ბილაინი’’.
