ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ერთიანი ზონა, ე.წ ღია გასასვლელის სისტემა ამოქმედდა.
პრეზენტაციას "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ჩასხდომის ერთიანი ზონა მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ტერმინალში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, მგზავრი კვეთს საზღვარს და ჩასხდომის ერთიან ზონაში ხვდება. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სერვისით და მათზე გათვლილი ინფრასტრუქტურით.
