„სტარტაპ საქართველო” დღეს ღია კარის დღეს გამართავს
„სტარტაპ საქართველო” დღეს ღია კარის დღეს გამართავს
10:23 29.03.2017
ტექნოლოგიურ პარკში „სტარტაპ საქართველო“ დღეს ღია კარის დღეს აწყობს. პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.
ასევე, კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სტარტაპერებისგან, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს “სტარტაპ საქართველოს” კონკურსში.

თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში. (ავტობუსი ოქროყანის მიმართულებით გავა 17 საათზე)

„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15

ბეჭდვა