„კონსტანტა“ ფილიალების ქსელს აფართოებს
 „კონსტანტა“ ფილიალების ქსელს აფართოებს
09:59 23.06.2012
ბანკი „კონსტანტა“ ფილიალების ქსელის გაფართოებას განაგრძობს.

ბანკის ახალმა სერვისცენტრმა ფუნქციონირება ზუგდიდში დაიწყო. როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, ახალი ობიექტი მომხმარებელს „კონსტანტას“ მომსახურების სრულ სპექტრს შესთავაზებს.

გასულ სამუშაო კვირაში კონსტანტას ფილიალები ამუშავდა ასევე იორმუღანლოსა (საგარეჯოს რაიონი) და ხონში.

ბანკში აცხადებენ, რომ დამატებითი ფილიალების გახსნა კახეთსა და სამეგრელოში „კონსტანტას“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

ახალი ფილიალების ჩათვლით, „კონსტანტა“ საქართველოს მასშტაბით 37 ფილიალით არის წარმოდგენილი. მათგან 8 - თბილისში, 26 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.

ბეჭდვა