საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო, დღეს პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ მესამე ნაკადის
მისასალმებელ საღამოს გამართავს.
ღონისძიებაზე ახალი ნაკადის გუნდები გაეცნობიან პროგრამის პირობებს, შეხვდებიან მენეჯმენტს, ტრენერებსა და მენტორებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ითანამშრომლებენ მათთან. ასევე, მეორე ნაკადის სტარტაპერები გაუზიარებენ ახალ გუნდებს თავიანთ გამოცდილებას.
პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის“ ახალი ნაკადის მიღება დასრულებულია. პროგრამისთის შეირჩა 8 გუნდი. მათთან მუშაობა დაიწყება 23 მარტს.
ინოვაციების სააგენტოს - „ბიზნეს ინკუბატორი“ არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.
