მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის
გარეშე) 1423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.
