საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს წარმომადგენლობაოფიციალური ვიზიტით ირანში, ქ. იაზდში იმყოფებოდა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სააგენტოსა და ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკს შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს ქართველი სტარტაპებისთვის ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკშისივრცის გამოყოფა და მათთვის ადგილობრივი მხარდაჭერის აღმოჩენა.
ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებასა დასტარტაპების ხელშეწყობას.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველ სტარტაპებს ირანის 80 მილიონიან ბაზარზე შესვლასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.
