ფინანსთა სამინისტროს აკადემია მოგების გადასახადის რეფორმასა და სხვა საგადასახადო საკითხებზე ტრენინგს ჩაატარებს
ფინანსთა სამინისტროს აკადემია მოგების გადასახადის რეფორმასა და სხვა საგადასახადო საკითხებზე ტრენინგს ჩაატარებს
13:17 12.03.2017
ფინანსთა სამინისტროს აკადემია მიმდინარე კვირას ჩაატარებს ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს შემდეგ თემებზე: მოგების გადასახადის რეფორმა, ორმაგი დაბეგვრა, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება და სასაწყობე საქმიანობის მართვა.
ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები.

ბეჭდვა