სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასტუმროში „ჰუალინგი“ საქართველოში წარმოებული
სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებს და აგრომწარმოებლებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვედრაზე იწვევს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოტენციალს გაეცნობიან. სასტუმროების წარმომადგენლებსა და მეწარმეებს საშუალება ექნებათ გაცვალონ ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ, რაც საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის სასტუმროებისთვის მიწოდებას გულისხმობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, ქართული პროდუქციის წარმოების ზრდის, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის, ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებენ.
„ქართულია და კარგია“ ხელისუფლების გზავნილია ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
შეხვდრა 13 მარტს გაიმართება.
