საქსტატის საბჭოს წევრი IMF-ის ფინანსების სტატისტიკის მრჩეველთა საბჭოს წევრად მიიწვიეს
საქსტატის საბჭოს წევრი IMF-ის ფინანსების სტატისტიკის მრჩეველთა საბჭოს წევრად მიიწვიეს
12:16 22.06.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე ფრიდონ ასლანიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მრჩეველთა საბჭოს წევრად მიიწვიეს.

მრჩეველთა საბჭოს მთავარი ამოცანა სტატისტიკური მეთოდოლოგიების განახლება და მოდერნიზაცია წარმოადგენს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ვაშინგტონში მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. შეხვედრის მიზანი სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკისა და ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მეთოდოლოგიების ჰარმონიზაციას ითვალისწინებდა.

IMF-ის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მრჩეველთა საბჭო 14 ქვეყნისა (მათ შორის იაპონია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, შვეიცარია, დანია, კანადა და სხვა) და 8 საერთაშორისო ორგანიზაციის (მსოფლიო ბანკი, ევროსტატი, ეუთო და სხვა) ექსპერტებს აერთიანებს.


ბეჭდვა