დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნის საგზაო ხეხემლის დასრულება ჩვენი ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალებას მოგვცემს
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნის საგზაო ხეხემლის დასრულება ჩვენი ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალებას მოგვცემს
16:17 01.03.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017-2020 წლებში ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი დასრულდება, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენოს ჩვენი ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალი.

მისივე თქმით, ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6%-დან 9%-მდე გაიზრდება.

„ინფრასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესება, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6%-დან 9%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, ადმინისტრაციული ხარჯები 26.5%-დან - 21.7%-მდე შემცირდება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული რეფორმების გატარებას გეგმავს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, სადაზღვევო სისტემის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნა, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვის დახვეწის ღონისძიებები და სხვა.




ბეჭდვა