საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,
საერთაშორის სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მხარდაჭერის მზაობას.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფონდის მხრიდან დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების მიმართულებით, რისთვისაც უკვე მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
„მთავრობამ გაითვალისწინა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, აღარ დაელოდა საკონსტიტუციოსასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარუდგინა ის კანონპროექტები, რომლებიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს. საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერება აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას და უზრუნველყოფს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, რათა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებებთან და რეკომენდაციებთან.
პირველმა ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და პირადად ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხდა მადლობა გადაუხდა , რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა.
„ღრმად დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაცპროგრამა აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე წარდგენილი იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებისათვის, ჩვენ მივიღებთმას უკვე, როგორც დამტკიცებულ ინსტრუმენტს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე, მადლობა გადაუხადა საქართვლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ყველასამინისტროს, რომელიც ჩართული იყო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებების პროცესში, ფინანსთა სამინისტროს გუნდს.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას დასახულისტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
