დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო
დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო
13:49 01.03.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განაცხადებით, იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა დასტურია იმისა, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო.
ამის შესახებ პირველმა ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ქუმსიშცილმა აღნიშნა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 1,317 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18,6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციაა ფულად გზავნილებში, სადაც ზრდა 26.1%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 25%-ით, ამავე პერიოდში ექსპორტი წინა წელთან 45%-ითაა გაზრდილი.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წლის დასაწყისში განვითარებული პოზიტიური ტენდენციები ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, 4-პუნქტიანი გეგმა რეალისტური, ეფექტური, შედეგზე და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.


ბეჭდვა