ლარი დღესაც მნიშვნელოვნად გამყარდა
 ლარი დღესაც მნიშვნელოვნად გამყარდა
17:01 10.02.2017
საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციას აგრძელებს.
ლარის კურსი დღეს, გამყარების მიმართულებით დაახლოებით 3 პუნქტით დაკორექტირდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,6223-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,7907 ლარია.

ბეჭდვა