საწვავი გაძვირდა
საწვავი გაძვირდა
16:30 28.01.2017
საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასი კვლავ იმატებს.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, ფასის ცვლილება აქციზის მატებას უკავშირდება. მომატებული გადასახადი კომპანიებმა ფასში ნაწილობრივ იანვრის დასაწყისში ასახეს.
„აქციზის გადასახადი რა თქმა უნდა საწვავის ფასზე მოქმედებს და ის შესაბამისად საშუალოდ 20-25 თეთრით ფასების მატებას იწვევს. ამის გამო სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვადებში, სხადასხვა მოცულობით ფასების კორექტირება-მატება უწევთ“-განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
საწვვის ფასი ბენზინგასამართ სადგურებში საშუალოდ 10-12 თეთრით გაძვირდა.


ბეჭდვა