ზურაბ არსოშვილი „თელასის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა
ზურაბ არსოშვილი „თელასის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა
15:49 20.06.2012
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ არსოშვილი კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს უკვე შეუდგა.

როგორც „ნიუსპრესს“ „თელასის“ პრესსამსახურში განუცხადეს, არსოშვილი აღნიშნულ პოსტზე კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანებით 18 ივნისს დაინიშნა.

არსოშვილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, საქართველოს შსს-ში, ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციასა და შემოსავლების სამსახურში, იკავებდა თბილისის მერის მოადგილის პოსტსაც. ის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში.

ვინ შეცვლის მას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ჯერ უცნობია.




ბეჭდვა