რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმაზე საქართველო
„გაზპრომის“ მიერ შემოთავაზებულ წინადადებას თანხმდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განუმარტა, ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო მიიღებს ფულად ანაზღაურებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი მაღალი ევროპაში.
მისივე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში საქართველო გაზს 215$-ის ნაცვლად 185$-ად მიიღებს.
“მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და მიიღო ამ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნერდლეულით ანაზღაურების ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს- ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენ გვაქს შეაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა 215 $-ის ნაცვლად 185 $-ად. ხელშეკრულება არის 2 წლიანი, თუმცა 1-ელ წელს ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურებით ანგარიშსწორება“-განაცხადა მინისტრმა.
