მეტროს სადგურებში „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“ „სილქნეტის“ სერვისცენტრები გაიხსნა
მეტროს სადგურებში „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“ „სილქნეტის“ სერვისცენტრები გაიხსნა
16:47 19.06.2012
მეტროსადგურებში „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“ „სილქნეტის“ სერვისცენტრები ამოქმედდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, მომსახურების ახალ ოფისებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ და შეიძინონ „სილქნეტის“ პროდუქტი, ასევე, საჭირო ინფორმაცია მიიღონ.
მეტროსაგდურებში გახსნილი სერვისცენტრები ფიზიკურ პირებს დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, შაბათ–კვირას კი 10:00-დან 15:00 საათამდე მოემსახურებიან.
კომპანიაში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში, „სილქნეტის“ მომსახურების ოფისები თბილისის მასშტაბით სხვა მეტროსადგურებშიც ამოქმედდება.

ბეჭდვა