სახელმწიფო ბიუჯეტი 100 პროცენტით შესრულდა
სახელმწიფო ბიუჯეტი 100 პროცენტით შესრულდა
15:03 31.12.2016

სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100 პროცენტით შესრულდა. ფინანსთა სამინისტროს

სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, ასევე შესრულდა ხარჯვითი ნაწილიც და შესრულების მაჩვენებელი, 30 დეკემბერის მონაცემებით, 99,8%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, გადაჭარბებით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. ამასთან, ფინანსტა სამინისტროს ინფორმაციით, გადაჭარბებამ დეკემბერში გაზრდილ გეგმასთან შეადგინა 46 მლნ ლარი, ხოლო 2016 წლის თავდაპირველ გეგმასთან - 101 მლნ ლარი.

 

ბეჭდვა