ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში ტურისტული საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადება დაიწყო.
სასტუმრო "Holiday Inn" - ში დღეს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისათვის ტრენინგი ამერიკული პროგრამით - "Service Plus"-ით ჩატარდა. ტრენინგს 12 საინფორმაციო ცენტრის 30 თანამშრომელი დაესწრო.
"Service PLUS" - არის მომსახურების სფეროს ტრეინინგის სერტიფიცირებული ვერსია, რომელიც გამოიყენება როგორც ამერიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პროგრამა 4 ნაწილისაგან შედგება.
