პირველ კვარტალში საქართველოში 270 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა
პირველ კვარტალში საქართველოში 270 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა
14:35 18.06.2012
საქართველომ 2012 წლის პირველ კვარტალში 270 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრის  ნიკა გილაურის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია.
როგორც პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ ამ ციფრს გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს შევადარებთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის კუთხით, 60-65%-იანი ზრდა ფიქსირდება.
გილაურის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი გერმანია იყო. „თუ გეოგრაფიულ ჭრილში გავაკეთებთ ანალიზს, ამ პერიოდში, საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია გერმანულმა კომპანიებმა განახორციელეს“ - განაცხადა მან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად.

ბეჭდვა