სავალუტო ჯიხურებში ლარი მყარდება
სავალუტო ჯიხურებში ლარი მყარდება
15:49 02.12.2016
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, გუშინდელი პანიკური მდგომარეობის შემდეგ, დღეს ლარის კურსი მყარდება.
დედაქალაქის მასშტაბით, სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ყიდვა უკვე 2,55 ლარადაცაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღე ეროვნული ვალუტისთვის მისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე იყო და მან როგორც ვარდნის, ასევე მერყეობის მაჩვენებლის ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2,5871-ია.

ბეჭდვა